მამუკა ბახტაძე - მსოფლიო ბანკში შემავალი ორგანიზაციებიდან დამატებითი დაფინანსების მიღების მოლოდინი გვაქვს
მამუკა ბახტაძე - მსოფლიო ბანკში შემავალი ორგანიზაციებიდან დამატებითი დაფინანსების მიღების მოლოდინი გვაქვს

ახალი პროექტების განსახორციელებლად საქართველო მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ფინანსური ორგანიზაციებიდან დამატებით თანხებს ელოდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

„უახლოეს მომავალში, ერთი თვის ვადაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება მსოფლიო ბანკში. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება პორტფელი და მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად ჩვენ გვექნება დამატებითი რესურსი მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ორგანიზაციების მეშვეობით. მათ შორის, მინდა გამოვყო პროექტები, რომელიც მიმართულია განათლების რეფორმის მხარდაჭერისა და საქართველოში სპორტული ცხოვრების წახალისებისკენ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოში 14-დან 16 მაისის ჩათვლით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება.