საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დღის მეორე ნახევარში კი, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
12 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.