აშშ-ის სასამართლომ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა ირანის მოქალაქეს, რომელიც გამოძიების ცნობით, ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთას ცდილობდა
აშშ-ის სასამართლომ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა ირანის მოქალაქეს, რომელიც გამოძიების ცნობით, ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთას ცდილობდა

ირანის მოქალაქეს შაჰრამ პურსაფს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთის მცდელობისთვის აშშ-ის სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარია საქმეზე, რომლის თანახმად, ჯონ ბოლტონის ლიკვიდაციისთვის 45 წლის ირანელი შაჰრამ პურსაფი ინტერნეტის საშუალებით, შეერთებულ შტატებში 300 000 დოლარის სანაცვლოდ, მკვლელის დაქირავებას ცდილობდა.

ბრალდებული ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის წევრია, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, ბოლტონის მკვლელობა შურისძიების მიზნით სურდა. სწორედ, ბოლტონის პოსტზე ყოფნის პერიოდში განხორციელდა ირანელი გენერლის ქასიმ სოლეიმანის ლიკვიდაცია რომელიც აშშ-მ განახორციელა.