ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა
ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ბოლტონმა აღნიშნული განცხადება „სიენენის“ ეთერში ჯეიკ ტაპერთან სტუმრობისას გააკეთა, როდესაც 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის და მასში დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობის საკითხს განიხილავდნენ.

ჯონ ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ მონაწილეობდა საგულდაგულოდ დაგეგმილ გადატრიალებაში, რადგან ტრამპი საქმეებს ასე არ აკეთებს.

ამ განცხადებას გადაცემის წამყვანი არ დაეთანხმა და თქვა, რომ არ არის აუცილებელი იყო გენიოსი რევოლუციის გასაკეთებლად. ბოლტონმა კი უპასუხა: „მე ამას არ ვეთანხმები, როგორც ადამიანი, რომელიც დაეხმარა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას, არა აქ, არამედ, სხვა ადგილებში, ამას დიდი შრომა სჭირდება და ეს არ არის ის, რაც მან გააკეთა“.