მამუკა ბახტაძე გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
გურანდა გაბუნიამ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში. მის მიერ შექმნილი როლები საყვარელი და დაუვიწყარია ქართველი მაყურებლისთვის.
ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს შესანიშნავი მსახიობისა და ადამიანის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას“, – წერს მამუკა ბახტაძე.
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.