მამუკა ბახტაძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპის ყურადღების ცენტრში
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არამარტო ევროპის ყურადღების ცენტრში, არამედ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები თანამდეროვე მსოფლიოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია. აღნიშნულ ღონისძიებას თითქმის 500-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორმატია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არამარტო ევროპის ყურადღების ცენტრში, არამედ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები თანამდეროვე მსოფლიოსთან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შესაძლებლობები, რათა საქართვლოს მიმართ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ინტერესი და მსოფლიომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, მხატვრობის, ჩვენი ფოკლორის, საქართვლოს ისტორიისა და კულტურის შესახებ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ადამიანებს.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო, მათ შორის ჩვენს გერმანელ მეგობრებს, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს, რათა საქართველო ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.