მამუკა ბახტაძე - ჭუბერის თემის რწმუნებული, ნინო ვიბლიანი, ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ჭუბერის თემის რწმუნებულის ნინო ვიბლიანის ფოტოს ავრცელებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს არის გადაღებული.
„ჭუბერის თემის რწმუნებული, ნინო ვიბლიანი.
ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!“, – წერს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქში“.
ფოტოს ავტორი – ლევან გაბეჩავა