მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს „კონსერვატიული პარტიის“ ახალ ლიდერად არჩევას და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში მთავრობის მეთაური გამოთქვამს რწმენას, რომ ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ახალ მუხტს შეიძენს.
„დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობები ახალ მუხტს შეიძენს, რადგან კვლავ ბევრი მიმართულებით გვაქვს შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოვავლინოთ და განვავითაროთ“,- წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.