მამუკა ბახტაძე - არასერიოზული იქნება, ჩემგან გაიგოთ, რომ ანაბრების დაბრუნების რესურსი არსებობს
მამუკა ბახტაძე - არასერიოზული იქნება, ჩემგან გაიგოთ, რომ ანაბრების დაბრუნების რესურსი არსებობს

არასერიოზული იქნება, ჩემგან გაიგოთ, რომ ანაბრების დაბრუნების მიმართულებით რესურსი არსებობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ხომ არ იგეგმება ანაბრების დაბრუნება.

„შიდა ვალი გახლავთ დიდი გამოწვევა. ბუნებრივია, არასერიოზული იქნება, ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს რესურსი. აღნიშნული პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომ პრობლემას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება.

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ამ ნაწილშიც დაგვეხმარებიან, რომ სტატეგია შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ილუზია სამწუხაროდ, არ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.