მამუკა ბახტაძე - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ
მამუკა ბახტაძე - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პორტის მშენებლობა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებისთვის აუცილებელია, რათა ქვეყანამ სხვა ალტერნატიულ დერეფნებს კონკურენცია გაუწიოს.

„საქართველოს თავის ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებლობა აუცილებელია, რომ სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და გავუწიოთ კონკურენცია სხვა ალტერნატიულ დერეფნებს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, მე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.