მალტაზე რესტორნები ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა
მალტაზე რესტორნები ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

მალტაზე, ორთვიანი პაუზის შემდეგ, რესტორნები გაიხსნა. ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობის 60 პროცენტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მალტაზე რესტორნები ორი თვის წინ დაიხურა. 10 მარტს ქვეყანაში ვირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, 510 შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, დღეს მალტაზე ვირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში მოსახლეობის 60 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა აქვს გაკეთებული. მალტას მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე პირველი ივნისიდან სანაპიროებსა და საცურაო აუზებზე პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.