მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 27 ადამიანი
მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. მედიის ცნობით, სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე ჩამოინგრა. როგორც ვარაუდობენ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ასევე მეხანძრეები და ადგილობრივი პოლიცია.
სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს ფსიქოლოგებიც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ხელისუფლება მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოცხადდეს და დაეხმაროს გამოძიებას.