15 წლის რომერო ლა ლიგას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა
15 წლის რომერო ლა ლიგას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

„მალიორკას“ ნახევარმცველი ლუკა რომერო ლა ლიგას 31-ე ტურში „რეალის“ წინააღმდეგ 83- წუთზე შეცვლაზე შევიდა. ამით ის გახდა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტის მომენტში, მორენო 15 წლისა და 219 დღის იყო.

რომერომ გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც 1939 წელს დაამყარა „სელტას“ მცველმა სანსონმა. მაშინ მან ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 15 წლისა და 255 დღის ასაკში ითამაშა.

„რეალმა“ 2:0 დაამარცხა „მალიორკა“ და ლა ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.