მადრიდის რეალი მალიორკასთან დამარცხდა
მადრიდის რეალი მალიორკასთან დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – „მალიორკა“ – „რეალი“ (0:1).

 

ზინედინ ზიდანის გუნდმა სტუმრად „მალიორკასთან“ ითამაშა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

მსოფლიო ფეხბურთის ესპანურმა გრანდმა „ლა ლიგის“ ახალ სეზონში პირველი მარცხი იწვნია და დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად მეტოქესთან ვერაფერს გახდა.

 

„ჩვენ ბურთს ვფლობდით, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით, ასე გამარჯვება კი შეუძლებელია“ – განაცხადა „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

 

„რეალის“ მარცხის შემდეგ, მისმა მთავარმა მეტოქემ „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა.

 

„ბარსელონაც“ გასვლით შეხვედრას ატარებდა, თუმცა კატალონიელებმა მადრიდელებისგან განსხვავებით მშვენიერი თამაში აჩვენეს და „ეიბარს“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 0:3.