„რეალის" ფორვარდი "ვილიარეალში" იჯარით ითამაშებს
„რეალის" ფორვარდი "ვილიარეალში" იჯარით ითამაშებს

მადრიდის „რეალის” ფორვარდი ტაკეფუსა კუბო კარიერას „ვილიარეალში” გააგრძელებს.

როგორც მადრიდული კლუბის პრესასამსახური წერს, იაპონელი ფეხბურთელი ახალ კლუბში ერთ წელს იჯარით გაატარებს.

19 წლის კუბო „რეალში” 2019 წლის ზაფხულში „ტოკიოდან” გადავიდა და 2019-20 წლების სეზონი ასევე იჯარით „მალიორკაში” გაატარა.

ლა ლიგას ბოლო გათამაშებაში იაპონელმა 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი