მაია რჩეულიშვილს ე.წ. მიონის ეპიზოდზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მაია რჩეულიშვილს სასამართლომ „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში იგი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადებულა. განაჩენის გამოცხადებამდე კი მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ე.წ. მიონის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული.
სასამართლოზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის დავალებით ბინათმესაკუთრეებს გამოართვეს დამატებით თანხები, თითქოსდა, კომუნიკაციების გასაყვანად და საკუთრებაში გადასაცემად. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ეს თანხები ობიექტს არ მოხმარებია და ამ თანხების თაღლითურად დაუფლება მოხდა.