მაია დგებუაძემ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრირებულმა მაია დგებუაძემ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, ეს არ არის პროტესტი.
როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მაია დუნდუამ განაცხადა, კანდიდატურის მოხსნა კენჭისყრის დღეს შეუძლებელია და ასეთი სურვილის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, კანდიდატმა საკუთარი აზრი კენჭისყრის დღემდე უნდა დააფიქსიროს.
აკადემიური საბჭო იურიდიულ დეტალებზე მსჯელობს, თუ რამდენად არის შესაძლებელი კენჭისყრის ჩატარება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ორი კანდიდატი, მაია დგებუაძე და ზურაბ ვადაჭკორიაა რეგისტრირებული.
რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომელიც 18 წევრს აერთიანებს. კანდიდატებმა რეგისტრაცია ერთი თვით ადრე გაიარეს. არჩევნების შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.