მაია ცქიტიშვილი - ყველასათვის რთული, 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არც ერთი სისტემური პროექტი
მაია ცქიტიშვილი - ყველასათვის რთული, 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არც ერთი სისტემური პროექტი

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. შევძელით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება და ეფექტურად ვმართეთ პროექტები პანდემიის პირობებშიც კი. 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 6 000 პროექტი, რომლებშიც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე მთავრობის საათზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არც ერთი სისტემური პროექტი და გამოიძებნა რესურსი 2021 წელს სამინისტროს დაფინანსების გასაზრდელად.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების რაოდენობის და ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად აღარ არსებობს ე.წ. „აუთვისებლობის პრობლემა“ და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. უფრო აქტიურად გვაქვს სამუშაო ისეთი კომპონენტების დახვეწაზე, როგორიცაა პროექტების მართვის და შესრულებული საპროექტო თუ სამშენებლო სამუშაოს ხარისხი, მათ შორის მცირე ზომის პროექტებშიც. დასახვეწია პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და ინფრასტრუქტურის განვითარების განხილვა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ჭრილში“, – განაცხადა
მაია ცქიტიშვილმა.