მაია ცქიტიშვილი სოფელ ფცაში სოფლის კრებას დაესწრო
მაია ცქიტიშვილი სოფელ ფცაში სოფლის კრებას დაესწრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის კრებას დაესწრო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს კრებები 21 სოფელში ჩატარდა. მაგალითად, სოფელ დვანში გამართულ კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით გარეგანათების დამონტაჟება გადაწყვიტა. ასევე, ადგილობრივებმა სოფლის ბაღებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა ითხოვეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კრება 3700 სოფელში ჩატარდება. ადგილობრივი მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი. დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.