მაია ცქიტიშვილი - OGP-ის სამიტის საქართველოში ჩატარება აღიარებაა რეფორმების, რომლებსაც 2013 წლის შემდეგ ვახორციელებთ
მაია ცქიტიშვილი - OGP-ის სამიტის საქართველოში ჩატარება აღიარებაა რეფორმების, რომლებსაც 2013 წლის შემდეგ ვახორციელებთ

OGP-ის გლობალური სამიტის საქართველოში ჩატარება უდაოდ აღიარებაა იმ რეფორმების, რომლებსაც ჩვენ 2013 წლის შემდეგ ვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  ტარდება OGP-ის სამიტი.

OGP-ის გლობალური სამიტის საქართველოში ჩატარება უდაოდ აღიარებაა იმ რეფორმების, რომლებსაც ჩვენ 2013 წლის შემდეგ ვახორციელებთ, როგორც ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმულ რეფორმებს, ასევე მთავრობის ღიაობის კუთხით მოქალაქეთა ჩართულობის ნაწილებში გადადგმულ ნაბიჯებს ეხება. პირველი შემთხვევაა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტარდება OGP-ის სამიტი. ძალიან ბევრი სტუმარია. მათ საშუალება აქვთ იმ რეფორმებს გაეცნონ, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ და იმედი გვაქვს, ჩვენს წარმატებებს თავის ქვეყნებსაც გაუზიარებენ. რაც შეეხება სამიტის შედეგებს, სამიტი რეზოლუციას მიიღებს, ბუნებრივია, ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომელიც ამ სამიტის ფარგლებში იქნება შემუშავებული. შედეგიანი სამიტი იქნება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.