მაია ცქიტიშვილი - მორატორიუმი მშენებლობებზე მცხეთის ქაოსური მშენებლობებისგან დასაცავად იყო გამოცხადებული
მორატორიუმი მშენებლობებზე მცხეთის ქაოსური მშენებლობებისგან დასაცავად იყო გამოცხადებული, – ასე უპასუხა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვას.
„მცხეთის განვითარების გენგეგმის შექმნაზე გამოცხადებულია კონკურსი. ამ და ყველა სხვა შემთხვევაში, გენგეგმის შემუშავება, პირველ რიგში, მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და ასევე ექსპერტების, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. მაშინ, როცა საუბარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება იუნესკო.
რაც შეეხება მშენებლობებზე გამოცხადებულ მორატორიუმს, ამის მიზანი იყო რომ მცხეთა დაგვეცვა ქაოსური მშენებლობებისგან. როგორც ვიცი, იუნესკო-სთან შეთანხმებით, იგეგმება მორატორიუმის პირობების ნაწილობრივ შეცვლა, რათა გენგეგმის მიღებამდე ადგილობრივებს ცხოვრების კომფორტული პირობები ჰქონდეთ. აუცილებლად თქვენთან აქტიური კომუნიკაციით გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.