მაია ცქიტიშვილი - დავუთმოთ პრემიერ-მინისტრს უფლება, პირველმა თქვას ენერგეტიკის სამინისტრო გადმოდის თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„ბატონი მამუკა ხვალ ისაუბრებს სამთავრობო ცვლილებების შესახებ. ის იტყვის იმასაც, ენერგეტიკა გადმოდის თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რატომ გადმოდის. დავუთმოთ პრემიერ- მინისტრს უფლება, რომ მან თქვას ეს პირველმა და არა ინფრასტრუქტურის მინისტრმა”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე ხვალ გამართავს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობაში მხოლოდ 11 სამინისტრო დარჩება და ეს რაოდენობა ეფექტიანი საქმიანობისთვის სრულიად ოპტიმალურია.