რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
ახალმა მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებებს უახლოეს პერიოდში არ გეგმავს და შესაბამის გადაწყვეტილებას თანამშრომლების გაცნობის შემდეგ მიიღებს.
მისივე თქმით, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც სივრცითი განვითარების სტრატეგიის ნაწილია, გაგრძელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.