მადაგასკარზე ტროპიკულმა შტორმმა „ელიაკიმმა“ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მადაგასკარზე ტროპიკულმა შტორმმა „ელიაკიმმა“ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტიქია კუნძულოვან სახელმწიფოს აღმოსავლეთ სანაპიროზე დაატყდა თავს.
უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქარის სიჩქარე საათში 85 კილომეტრს აღემატება.
იანვარში ტროპიკულმა ციკლებმა 51 ადამიანი იმსხვერპლა.