მადაგასკარში ქუჩაში პირბადის გარეშე გასულ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ქუჩების დასუფთავება დაევალებათ
მადაგასკარში ქუჩაში პირბადის გარეშე გასულ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ქუჩების დასუფთავება დაევალებათ

მადაგასკარში, სადაც ახალი კორონავირუსის სულ 128 შემთხვევაა დაფიქსირებული, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება აუცილებელი გახდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მოქალაქეებს, რომლებიც ამ კანონს არ დაემორჩილებიან, ქუჩების დასუფთავება მოუწევთ. ახალი კანონის დარღვევის გამო, მადაგასკარის მასშტაბით უკვე 500 ადამიანს დაეკისრა სანქცია, მათ შორის, 25-ს ადგილზევე მოუწია ქუჩის დასუფთავება.

მადაგასკარში „კოვიდ-19“-ის არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო 75 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.