ლვოვის გუბერნატორის ინფორმაციით, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
ლვოვის გუბერნატორის ინფორმაციით, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ლვოვის რეგიონში, იავორივის სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლვოვის რეგიონის გუბერნატორმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ სამხედრო-საწვრთნელ ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 134 ადამიანია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.