ლუქსემბურგში ტორნადოს შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ევროპული ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საერთო ჯამში 200-მდე შენობა დაზიანდა. სტიქიის დროს საფრანგეთისა და ბელგიის მოსაზღვრე რეგიონში საათში 128 კილომეტრის სიჩქარის ქარი დაფიქსირდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტორნადოს შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
ლუქსემბურგთან ერთად, ტორნადო საფრანგეთის ლუქსემბურგთან მოსაზღვრე რეგიონს, მერთი და მოზელის დეპარტამენტს დაატყდა თავს, თუმცა სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.