ოკლაჰომას შტატში ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოს შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

12:01, 04.11.2024

ოკლაჰომას შტატში ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოს შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ათიათასობით სახლი და ბიზნესობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. Დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც მედია წერს, უმეტესად შტატის დედაქალაქი ოკლაჰომა სიტი და მისი შემოგარენი დაზარალდა.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, შტატში ღამის განმავლობაში ექვსი ან მეტი ტორნადო დაფიქსირდა. ამასთან, სინოპტიკოსები შტატის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დღის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

მსგავსი