ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი  - იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებები ერთ მშვენიერ დღეს შედეგს მოიტანს
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი  - იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებები ერთ მშვენიერ დღეს შედეგს მოიტანს

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ასელბორნი, რომელიც თბილისში იმყოფება, იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის დისკუსიები შედეგს მოიტანს.

„საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ამის კიდევ ერთხელ განმეორება ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთ მშვენიერ დღეს შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ჟან ასელბორნმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი დღეს სამუშაო შეხვედრით გრძელდება. ორმა სამუშაო ჯგუფმა, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების თემებზე, პარალელურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ქართული მხარე ყველა ფორმატში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გააკეთებს აქცენტს.