ენტონი ბლინკენი - კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს
ენტონი ბლინკენი - კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.