მიხეილ ჯანელიძე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ვისაუბრეთ
მიხეილ ჯანელიძე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ვისაუბრეთ

საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება იმ ნაბიჯებისადმი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებები დაცვის თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაზეც იყო საუბარი.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგია. აუცილებელია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებია საჭირო. საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება საჭიროა იმ ნაბიჯებისადმი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახორციელებს. აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს”,- განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და დისკუსიები დღეს ჟენევაში მიმდინარეობს.

„ჩვენი მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, ჟენევის ფორმატი ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ეს მიზნები მიღწეული იყოს. კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გამოსაძებნად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ომით და მავთულხლართებით გაყოფილ საზოგადოებებს დორის რეალური შერიგება მოხდეს”, – აღნიშნა ჯანელიძემ.