ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მშვიდობიან მოქალაქეებს ოლქის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მშვიდობიან მოქალაქეებს ოლქის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მშვიდობიან მოქალაქეებს ოლქის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

სერგეი გაიდაის თქმით, უმთავრესი ამოცანა ამჟამად ოლქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფოდ გაყვანაა, ვიდრე რუსეთი რეგიონის ქალაქების აქტიურ სარაკეტო დაბომბვებს დაიწყებს.

„ყველაფერი, რაც ხდება, საკმაოდ სერიოზულია. მოცდა, ლოდინი – ეს არ ეხება იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოვჩნდით. თავშესაფრებში ჯერ კიდევ ბევრია ბავშვია. რატომ? გთხოვთ, გადაჭარბების გარეშე, შეგნებულად მიხვიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე. პასუხი მხოლოდ ერთი უნდა იყოს – წასვლა“, – განაცხადა გაიდაიმ.