ლოურენს მერედიტი - ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან
ლოურენს მერედიტი - ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან

ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან, – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

„ფორუმი მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ესაა მოსახლეობა – ევროკავშირმა ინვესტირება უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობაში, ადამიანურ კაპიტალში. მეორე – ჩვენ ულევ შესაძლებლობებს ვხედავთ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ციფრულ სივრცე, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი და მესამე მიზეზი – ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია საყოველთაო კეთილდღეობასთან.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფორუმის საშუალებით შეიძლება გავზარდოთ კეთილდღეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაცილებით უფრო ძლიერები არიან ერთად“, – განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა.

ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი გრძელდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.