ლონდონში ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო მოსმენა განახლდა
ლონდონში ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო მოსმენა განახლდა. ასანჟი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
აშშ-ში ასანჟს 18 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის არის სამთავრობო კომპიუტერულ ქსელში უკანონო შეღწევა და ჯაშუშობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟი ციხეში ათეულობით წელს გაატარებს.
„ვიკილიქსმა“ 2010 წელს გამოაქვეყნა აშშ-ის მიერ გასაიდუმლოებული ვიდეო, რომელშიც 2007 წელს ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიშია ასახული. ამერიკელი სამხედროების მიერ ვერტმფრენით განხორციელებული შეტევის შედეგად მაშინ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სააგენტო „როიტერის“ ორი ჟურნალისტი დაიღუპა.
სკანდალურად ცნობილ ვებგვერდზე აშშ-ის მთავრობის არაერთი სხვა საიდუმლო დოკუმენტიც გამოქვეყნდა.
ავსტრალიელი ჰაკერი 2019 წელს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევეს, რომელსაც ის 2012 წლიდან აფარებდა თავს. ამის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.