ლონდონსა და ამსტერდამში 135 ეკოაქტივისტი დააკავეს. აქციების მიმდინარეობის დროს ორივე ქალაქში ბლოკირებული იყო მანქანების მოძრაობა.
პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი დააკავა. ამსტერდამში სამართალდამცავებმა აიყვანეს 50-ზე მეტი მომიტინგე, რომლებიც ავტომაგისტრალებზე კარვების გაშლას ცდილობდნენ.
როგორც აქციების ორგანიზატორები აცხადებენ. მათი მიზანია, აიძულონ მთავრობა კლიმატის დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
ეკოაქტივისტების აქცია იმართება ბერლინშიც. მომიტინგეებმა საავტომობილო გზების გადაკეტვა სცადეს.