ამსტერდამში „კოვიდ-19“-ის შემზღუდველი ზომების მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა
ამსტერდამში „კოვიდ-19“-ის შემზღუდველი ზომების მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ამსტერდამში, „კოვიდ-19“-ის შემზღუდველი ზომების მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუზეუმის მოედანზე შეკრებილ 300-მდე ადამიანს პოლიციამ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს. ამსტერდამის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ანალოგიური აქცია ნიდერლანდების დედაქალაქში 20 მარტსაც ჩატარდა. პოლიციამ აქციაზე 58 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები შემზღუდველი ზომების გაუქმებას ითხოვენ. ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით ე.წ. კომენდანტის საათი 21:00-დან 04:30 საათამდე მოქმედებს.