თვითმხილველების ინფორმაციით, ლომთათიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა
თვითმხილველების ინფორმაციით, ლომთათიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. ამის შესახებ მეზობლები და თვითმხილველები აცხადებენ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ მცხოვრებლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდა.

მოკლულია შუახნის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.