ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მოქალაქეებს, რომლებიც თავს სისტემის მსხვერპლად მიიჩნევენ, დახმარებას ჰპირდებიან
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ თავს სისტემის მსხვერპლად მიიჩნევენ, დახმარებას ჰპირდებიან.
ამის შესახებ ზვიად კუპრავამ დღეს ზაზა სარალიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიწყებთ მოძრაობას ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მათზე და მოტყუებული არიან. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“ დაიწყება.
ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველასთვის ვიბრძოლებთ, რადგან როგორც საზოგადოება ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ადამიანებისთვის არ სცალია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ მათი უფლებების დასაცავად”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.