ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მღვიმეში ჩარჩენილი ორი ბავშვი გამოიყვანეს
ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მღვიმეში ჩარჩენილი ორი ბავშვი გამოიყვანეს

ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მღვიმეში ჩარჩენილი ორი ბავშვი მაშველებმა გამოიყვანეს. ამჟამად მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. ინფორმაციას „როიტერი„ ავრცელებს.

ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ბავშვებს საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ტაილანდური მედია წერს, რომ მღვიმე სავარაუდოდ მესამე ბიჭმაც დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, გამოყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სტრესის ქვეშაა.

შეგახსენებთ, ტაილანდელი ბავშვების გამოყვანის ოპერიაცია დღეს დილით დაიწყო.