ლიტვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია გაიხსნა
15 მაისს შოთა რუსთაველის დღე აღინიშნება. პოეტის იუბილესთან დაკავშირებით, ლიტვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. 2018-2019 სასწავლო წლიდან აღნიშნულ აუდიტორიაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ქართულ ენას და მიიღონ ინფორმაცია საქართველოს უძველესი კულტურისა და ისტორიის შესახებ.
შოთა რუსთაველის აუდიტორიაში პირველი ლექცია საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ჩაატარა თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველო-ლიტვის ისტორიული კავშირები“.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადადგა დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.
გარდა ამისა, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლიტვის კავშირებზე 1918-1921 წლებში, თბილისში იმ პერიოდში მოქმედი ლიტვის დიპლომატიური მისიისა და ლიტვის კავკასიის კომიტეტის საქმიანობაზე. ასევე აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ პერიოდში ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონტაქტებზე საერთაშორისო არენაზე.
ლექციის ფარგლებში საქართველოს-ლიტვის თანამედროვე ურთიერთობების მიმოხილვისას, ხათუნა სალუქვაძემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების თაობაზე, რაც საქართველოსადმი ლიტვის გამორჩეულად მეგობრული დამოკიდებულების მაგალითს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს შორის.
აღსანიშნავი ის ფაქტია, რომ ქართული ეინისა და კულტურის ცენტრის გაიხსნება ქ. კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში. ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი უნივერსიტეტია, სადაც ქართველი სტუდენტების რიცხვი ყოველ წელს იზრდება, მათ შორის სტიპენდიების პროგრამით.
სექტემბრიდან, უკვე კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტშიც, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრში დაიწყება ქართული ენის სწავლება.