ლიეტუვაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო აეროდრომი გაიხსნება
ლიეტუვაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად სამხედრო აეროდრომი გაიხსნება

ლიეტუვის ქალაქ კაზლუ-რუდაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად, ბალტიისპირეთში პირველი სამხედრო აეროდრომი გაიხსნება. ნატო-ს სტანდარტების აეროდრომზე სამხედრო თვითმფრინავებს სახმელეთო სამიზნეების განადგურება შეეძლებათ, ასევე სამხედრო საჰაერო ძალების პერსონალს მოამზადებენ.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საინჟინრო დანაყოფი, ფინანსები კი აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ევროპული ინიციატივის ფარგლებში გამოიყო. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ სამხედრო აეროდრომის თავზე სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტისთვის არასაფრენი ზონა დააწესა.

მიმდინარე წლის ივნისში, ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის.

დატოვე კომენტარი