ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი – ძვირფასო საქართველო, გილოცავთ [ვიდეო]

10:24, 26.05.2018

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრი ულოცავს. ვიდეო სამინისტროს Twitter-ის გვერდზე გაავრცელეს.

„ძვირფასო საქართველო, გილოცავთ!” – წერია სამინისტროს გვერდზე.

ვიდეოში ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი როკას მასიულისი ​საქართველო მოქალაქეებს პირადად ულოცავს.

„გილოცავ, საქართველო! გვიხარია, რომ ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობები გვაკავშირებს და ველოდებით იმავეს გაგრძელებას თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ასწლეულშიც” – ამბობს ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი როკას მასიულისი.

მსგავსი