ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი - ძვირფასო საქართველო, გილოცავთ [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ლიეტუვის ტრანსპორტის მინისტრი ულოცავს. ვიდეო სამინისტროს Twitter-ის გვერდზე გაავრცელეს.
„ძვირფასო საქართველო, გილოცავთ!” – წერია სამინისტროს გვერდზე.
ვიდეოში ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი როკას მასიულისი საქართველო მოქალაქეებს პირადად ულოცავს.
„გილოცავ, საქართველო! გვიხარია, რომ ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობები გვაკავშირებს და ველოდებით იმავეს გაგრძელებას თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ასწლეულშიც” – ამბობს ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი როკას მასიულისი.