გიორგი მარგველაშვილი ლიტვას მადლობას უხდის
გიორგი მარგველაშვილი ლიტვას მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვას მადლობას უხდის.

„გულწრფელად მოხარული ვარ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ლიტვურ ენაზე ოფიციალურად ეწოდა #Sakartvelo! დიდი მადლობა პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და ჩვენს მეგობარ ლიტველ ხალხს“, – წერია სოციალურ ქსელებში მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დღეს, 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე. ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija), საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.