ლინას ლინკევიჩუსი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუველი დიპლომატი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.