ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ
ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ, – ამის შესახებ ლიდერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

ნაუსედას თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – წერს ნაუსედა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება გამარჯვებამდე და ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

დღეს უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის ვიზიტიცაა დაგეგმილი.