ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ, – ამის შესახებ ლიდერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
ნაუსედას თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – წერს ნაუსედა.
Just arrived in Kyiv. Good to return and meet my dear friend @ZelenskyyUa in solidarity with Ukraine.
Bringing military and economic support for 🇺🇦 is crucial to defend its sovereignity and territorial integrity. pic.twitter.com/G0Ajwo4bBv
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) September 11, 2024
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება გამარჯვებამდე და ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
დღეს უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის ვიზიტიცაა დაგეგმილი.
Rīts Kijivā. Latvija būs kopā ar Ukrainas tautu līdz tās uzvarai!
Ранок у Києві. Латвія буде з українським народом до його перемоги, і завжди підтримуватиме Україну на шляху до Європейського Союзу та НАТО! Слава Україні! 🇱🇻🇺🇦 pic.twitter.com/yK22cqQX9J
— Evika Siliņa 🇱🇻🇺🇦 (@EvikaSilina) September 11, 2024