ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო
ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
დღეიდან ქვეყანაში იხსნება მაღაზიები, რომლებსაც ქუჩიდან აქვს შესასვლელი, ასევე სილამაზის სალონები.
გარდა ამისა, ნებადართული იქნება ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად ღია სივრცეში ინდივიდუალური ვარჯიში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდ შიმონიტემ იმ ადამიანებს, რომლებიც სამსაურში ბრუნდებიან, მოუწოდა, რეგულარულად ჩაიტარონ „კოვიდ-19“-ზე უფასო ტესტირება.
გასული 24 საათის განმავლობაში ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის 190 937 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2988 ადამიანი.