ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტოლირებად, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ.
„ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.