ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ზაზა გახელძის მეუღლის თქმით, ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.

„არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას. იმედიანად ვიყავით. ადვოკატიც გვაიმედებდა, რუსებისა და ზაზას ჩვენებები ემთხვეოდა და ვფიქრობდით, თავდასხმის მუხლი შეიცვლებოდა.

გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, სხვა არაფერი შეგვიძლია. არ ვიცი, რა ვთქვა. ამას არ ველოდით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.

დატოვე კომენტარი